14:17 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 21:19:42, 641 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში კიდევ რამდენიმე საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი შემოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საქართველოში შემოვიდნენ ისეთი საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორები, როგორიცაა „რიქსოსი“ ბორჯომში, „პარკინ ბაი რედისონი“ - თბილისში, „მერიოტ“-ის უფრო დაბალპროფილიანი ქსელი „მოქსი“.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ძალიან გვჭირდება 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები. ასევე 2016 წელს დასრულდება მილენიუმის 220-ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტი და ასევე ისეთი პროექტები, როგორიცაა “Intercontinental”; “Kempinski”, “Starwood”, Mercure, Hyatt და სხვა. დასრულდება „ბესტ ვესტერნ“-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა და კომპანია, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ, რეგიონების მიმართულებით, 12 რეგიონში 12 სასტუმროს ააშენებს. ეს არის 3 და 4 - ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი „ბესტ ვესტრენი“, რომელიც ასევე შემოვიდა საქართველოში. ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება ტურიზმის განვითარებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ნიშისთვის, რომელსაც ჩვენ ინტენსიურად ვიზიდავთ. მთლიანობაში ამ ორ წელიწადში 2182 სასტუმრო ოთახი დაემატება საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მატებაა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics