17:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 18:41:25, 524 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილმა წყალტუბოს სპა კურორტის რეაბილიტაციისა და განვითარების პროექტზე ისაუბრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტში, ეკონომიკური პროფილის კომიეტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სყალტუბოს სპა კურორტის რეაბილიტაციისა და განვითარების პროექტზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულ კურორტზე რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია იგეგმება.

„წყალტუბოს სპა კურორტის რეაბილიტაციისა  და განვითარების მიზნით უკვე დავასრულეთ ავსტრიული კომპანია “Kohl&Partners”-თან კურორტის ზონირება და კვლევა,  ამჟამად მიმდინარეობს საპარტნიორო ფონდთან ერთად  ფარნგული კომპანია „ვიში“-ს მეშვეობით წყალტუბოს  კურორტის, მისი წყლის  საერთაშორისო სერტიფიცირება . ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ ესაა წლებით გამოცდილი, ძალიან მნიშვნელოვანი კურორტი, თუმცა, დღემდე საერთაშორისო, დოკუმენტურად დადასტურებული კვლევები ამ მიმართულებით არ განხორციელებულა. სწორედ ამიტომ უმაღლესი რეპუტაციის მქონე კომპანია დღეს ახორციელებს კვლევას, რათა ეს დოკუმენტურად იქნას დადასტურებული. ეს რამდენჯერმე გაზრდის ამ პროექტის კაპიტალიზაციას. ამ კურორტზე იგეგმება რამდენიმე ძალიან მსხვილი ინვესტიცია, ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი, ჩვენ უკვე კონკრეტულ ინვესტორებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics