20:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 15:01:56, 568 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა თბილისის მეოთხე ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თბილისის მეოთხე ეკონომიკურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის თემა „საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება“ იყო. ღონისძიება საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს პალატისა და თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტის FEBI-ის ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციაზე ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარების გზები და საინვესტიციო კლიმატის გაჯანსაღების საკითხები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს ეროვნული ვალუტის კურსზე, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე და ენერგეტიკის სფეროში არსებულ პრობლემებზე.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კონფერენციის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა:
„ასეთი სახის ღონისძიებების გამართვა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სპეციალისტები, ეკონომისტები, ბიზნესთან ახლოს მდგომი ადამიანები, ბიზნესმენები ერთად მსჯელობენ სხვადასხვა საკითხებზე და შეიმუშავებენ წინადადებებს, რომელსაც ხელისუფლება შემდეგ დიდი ყურადღებით ეცნობა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის წევრები, ექსპერტები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics