20:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 16:18:48, 594 ნახვა

ეკონომიკა
EBRD: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ლარის გაუფასურების პერიოდში რეზერვების შენახვასთან დაკავშირებით სწორი იყო

„საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ლარის გაუფასურების პერიოდში რეზერვების შენახვასთან დაკავშირებით სწორი იყო“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.  
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას გარე ფაქტორებით გამოწვეული შოკები ახდენენ.
„რეალობა ისაა, რომ საქართველო რთულ გარემოში იმყოფება, რაც გამოწვეულია დოლარის გამყარებით მსოფლიოს ძირითადი სავალუტო კურსების მიმართ. ასევე იმით, რომ ნავთობის ფასის შემცირებამ გავლენა მოახდინა ნავთოპროდუქტების ბაზარზე როგორც საქართველოში, ასევე რუსეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენ ახლა განსხვავებული რეალობის წინაშე ვართ და ქვეყნების ეკონომიკური ზრდა უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ამას ველოდით. EBRD-ს ჯერ არ გამოუქვეყნებია ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთან მიმართ. დღეს არსებული საპროგნოზო მაჩვენებელი 4,2 პროცენტია. თუმცა, ჩვენ ამ მაჩვენებელს გადავხედავთ და ახალ მონაცემს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის წინ გამოვაქვეყნებთ“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის  პოზიტიურიდან სტაბილურობამდე შეცვლის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, საკრედიტო სააგენტოს მონაცემები რეალობას ასახავს და კარგია, რომ შემცირდა პერსპექტივა და არა თავად რეიტინგი.
„ეროვნული ბანკის ქმედება ლარის დევალვაციის პერიოდში სწორი იყო, როდესაც რეზერვები სრულად არ დაიხარჯა. ვისაც დოლარში აქვს სესხი აღებული, მისთვის ეს პერიოდი მძიმე იქნება, თუმცა  ეკონომიკა სწრაფად გაჯანსაღდება“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics