2015-04-21 09:39:27, 530 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2533 ლარი გახდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ოფიციალური კურსით, 1 დოლარი 2.2533 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2535 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
ლარი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. 1 ევრო 2.4205 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.4390 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0185 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან