03:48 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 12:13:14, 959 ნახვა

სპორტი
გედევან ფოფხაძე: პარლამენტი პრეზიდენტის გამოსვლაზე ვერავის მიყვანას ვერ უზრუნველყოფს

„როდესაც პრეზიდენტი მსგავსი ფორმატით საზოგადოების წინაშე წარდგება ხოლმე, პარლამენტი ამ დროს ღიაა და შესაძლებელია ამ გამოსვლას მსურველები დაესწრონ, მაგრამ პარლამენტი იქ ვერავის მიყვანას ვერ უზრუნველყოფს“ ,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტი უმრავლესობის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. 

ფოფხაძის განცხადებით, მთავარობამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაესწროს თუ არა პრეზიდენის გამოსვლას. დეპუტატმა ყურადღება კონსტიტუციის ცვლილებაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ლოგიკური იყო პრეზიდენტთან დებატები მაშინ, როდესაც ის პასუხისმგებელი იყო მთავრობის მუშაობაზე, დღეს კი პრეზიდენტი პარლამენტს მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს. 

„ შეუძლებელია პარლამენტმა მთავრობას ან ვინმეს რეკომენდაციით მიმართოს და პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრება სთხოვოს, ეს არაკორექტული იქნება. მთავრობამ და თითოეულმა მისმა წევრმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, სურს, თუ არა მას დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას. შარშანაც და წელსაც ხელოვნური აჟიოტაჟი ატყდა ამ თემის გარშემო. შეიცვალა კონსტიტუცია და ეს აისახა პრეზიდენტის გამოსვლაზეც. თუ მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრება, ეს არ არის კატასტროფა. რაც შეეხება ინსტიტუციების პატივისცემას, ყველა ინსტიტუცია ავტორიტეტული უნდა იყოს, მაგრამ ამას მეორე ინსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს. რაც დებატებს შეეხება, ეს მაშინ ლოგიკური იყო, როცა პრეზიდენტი მთავრობის მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი, დღეს ის მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს,რაზე უნდა ედებატონ? მე, პირადად, სხდომას დავესწრები, მაგრამ რაიმეს თქმას და ჩემი მოსაზრების გამოხატვას არ ვაპირებ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics