14:25 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 09:37:57, 854 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი: ბიზნესსექტორის განცხადებით, გასული წელი მათთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი იყო

"ბიზნესსექტორის განცხადებით, გასული წელი მათთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემოსავლიანი და წარმატებული იყო",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება  ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პრობლემებს გაუმკლავდეს. პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრობლემები არა მხოლოდ საქართველოში,  არამედ მთლიანად რეგიონშია.

"ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს პრობლემებს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონშია ამ ეტაპზე. გასული წელი მართლაც პოზიტიური იყო.ზრდა პრაქტიკულად ყველა სფეროში, ყველა სექტორში იყო. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მუდმივი ბიზნესსექტორთან, რომლებიც აცხადებენ, რომ გასული წელი ყველაზე წარმატებული იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში მათთვის.ყველაზე მეტად შემოსავლიანი წელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ უნდა თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რომელიც დღეს მთლიანად რეგიონშია.უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, სომხეთში, ბუნებრივია  ჩვენთანაც. ის კიარა, მთელი ევროპა განიცდის დღეს კრიზისს. თურქეთი მინდა აქვე აღვნიშნო. ასე რომ, ჩვენ  სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ  მოსახლეობას",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics