19:05 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-21 11:59:21, 3333 ნახვა

პოლიტიკა
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - მინდა, მივუსამძიმრო ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ტომ ბერენდსენი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს. სამძიმარს საქართველოში ნიდერლანდების საელჩო აქვეყნებს.

„ნიდერლანდების სამეფოს სახელით მინდა, გულწრფელად მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მგლოვიარე ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობა ქართველ ხალხს თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე უწევდა სულიერ წინამძღოლობას და რწმენისა და ერთიანობის დედაბოძის როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიის ტურბულენტურ პერიოდებში. ქართველ ხალხს იგი უყვარდა და პატივს სცემდნენ მისი სიბრძნისა და საქართველოს სიყვარულის გამო.

ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში“, – ნათქვამია ბერენდსენის სამძიმარში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics