15:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 15:15:57, 827 ნახვა

რეგიონი
როლანდ ბერიძე სოფელ ზედა მახუნცეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, სოფელ ზედა მახუნცეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, შეხვედრას მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი რევაზ ვარშანიძე და საკრებულოს მაჟორიტარი ლევან ვერძაძე ესწრებოდა.

"ზედა მახუნცეთში, გეოლოგიურმა სამსახურმა 13 ოჯახი შეისწავლა. ამ ეტაპზე, 3 ოჯახი დროებით გაყვანილია ქირით.

მერი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის მდგომარეობას და მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, მოინახულა მეწყრული ლოკაციები.

აღსანიშნავია, რომ ქედაში რამდენიმე დღეა გეოლოგიური სამსახური სწავლობს მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და ტერიტორიებს.

გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება მზად, კომისია იმსჯელებს, დაითვლის ზარალს და თითოეულ მოქალაქეს გაეწევა შესაბამისი დახმარება.

ასევე, დასკვნით ეტაპზეა სოფლის ცენტრებთან მისასვლელი და შიდა საუბნო-სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics