2023-12-14 12:57:41, 1026 ნახვა
რეგიონი
ქედის სასპორტო სკოლაში გურამ ჯიჯავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა
ქედის სასპორტო სკოლაში, ქედელი სპორტსმენისა და დამსახურებული მწვრთნელის, გურამ ჯიჯავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ტურნირში ქედის, ჩაქვის, ქობულეთის, ბათუმის, ხელვაჩაურის და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
"გუნდური პირველობა" ქედის მუნიციპალიტეტის გუნდმა მოიპოვა, რომელსაც გურამ ჯიჯავაძის სახელობის თასი გადაეცა.
ტურნირი ა(ა)იპ "ქედის სასპორტო სკოლის" ორგანიზებით გაიმართა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),