03:22 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 12:37:56, 1040 ნახვა

რეგიონი
„გამომყევი აჭარაში“ კამპანიამ სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა

17 ნოემბერს, ბათუმში შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე გამოვლინდება, კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული კონტენტით რომელმა მოგზაურ-ინფლუენსერებმა დააგროვეს მაქსიმალური წვდომები (Reach) და მოიპოვეს კამპანიის მთავარი პრიზები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი კამპანია „გამომყევი აჭარაში“ წელს პირველად განახორციელა. ორთვიანი კამპანიისას, აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა 100 მილიონ წვდომას (Reach) გადააჭარბა და ასიათასობით ქართველს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ადგილები და სერვისები. 

"კამპანია 15 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა. კამპანიაში 50-მდე მონაწილე დარეგისტრირდა, თუმცა მათ შორის ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ ასიათასობით გამომწერს.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლინდება კამპანიის რომელი მონაწილის მიერ გამოქვეყნებულმა სამოგზაურო კონტენტმა დააგროვა ყველაზე მეტი წვდომა (არანაკლებ 10 მილიონი) და მოიგო კამპანიის მთავარი პრიზები. კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას ინფლუენსერები, მოგზაურები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics