03:44 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 12:08:04, 750 ნახვა

რეგიონი
მერია - ქედაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქედაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, რომან დავითაძესთან და სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან, გენადი ანანიძესთან ერთად, სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებისა და მასში შემავალი სოფლის ცენტრების კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში შემდეგი სამუშაოები ხორციელდება:

  • სოფელ მეძიბნაში აშენდა ორი ფანჩატური, ხოლო ერთი ფანჩატურის მშენებლობა ამ ეტაპზე სოფელ ცხემნაში მიმდინარეობს; 
  • რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელი ორცვის და ინაშარიძეების სოფლის სახლებს.

შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება: 

  • დაბა ქედაში აბაშიძის ქუჩაძე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები ცხაურით, ფერდსამაგრი კედელი, გოფრირებული მილხიდი და დაეგება ბეტონის საფარი;
  • ასევე, სოფელ ნამონასტრევში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში არსებული ხის ხიდი შეიცვალა კაპიტალური ლითონის კონსტრუქციით. 

მერიის ცნობით, პროგრამით გათვალისწინებული აღნიშნული სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics