09:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 16:44:31, 923 ნახვა

რეგიონი
ქედის მერია - ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

სოფლების - ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, მოადგილე იმედა ვასაძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს გენადი ანანიძესთან, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელ ნაზიმ ჩხეიძესა და მაჟორითარ ვაჟა აბულაძესთან ერთად, ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. 

"აღნიშნული პროექტი მასშტაბურია, სოფელს საავტომობილო გზა დღემდე არ ჰქონია. პროექტის ფარგლებში მოეწყო: რკინა-ბეტონის კიუვეტი ცხაურით, გაბიონი და ბეტონის საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, ასევე ლითონის ხიდი.

მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, მიმდინარეობს დამცავი ზღუდარების მოწყობა, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.  

კეთილმოწყობილი 1 080-მეტრიანი საავტომობილო გზით სამი სოფლის 200-მდე ოჯახი ისარგებლებს.

სამუშაოებს შპს "ბონდი 2009" ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 1 341 333 ლარს შეადგენს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics