|
2023-10-11 17:32:19, 881 ნახვა
რეგიონი
ქედაში, დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებისათვის ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებისთვის CinéDOC-Tbilisi-ს პლატფორმის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "პუნამის ბედისწერა" ჩვენება და დისკუსია გაიმართა, რომელსაც მოწვეული ტრენერი თინათინ გიორგაძე უძღვებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, გოგონებისთვის განათლების ხელშეწყობის აუცილებლობა, ნაადრევი ქორწინება, გენდერული უთანასწორობა, სიღარიბე - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც დისკუსიის მსვლელობისას გამოიკვეთა. მოსწავლეებმა ფილმი რეალურ კონტექსტს დააკავშირეს და გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს წიგნები გადაეცათ. "დისკუსიას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, საკრებულოს წევრი ოთარ ხარაძე და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია ესწრებოდნენ. ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს და ქალთა ოთახის ორგანიზებით გაიმართა",- აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)