00:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 15:17:11, 976 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა ახალციხის ცენტრალურ პარკში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

"15 წელი გავიდა იმ უთანასწორო ომის დაწყებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა რუსეთთან. სამწუხაროდ, ამ ომის პერიოდში 400-ზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაზე მთავარი, სიცოცხლე დათმეს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიები, სამწუხაროდ, მაინც ოკუპირებულია.

2008 წელს დამატებით მოხდა ჩვენი სოფლების ოკუპაცია. ყველა ქართველის მიზანი და ამოცანაა, ჩვენი სამშობლო გაერთიანდეს და ამ ბიჭების, ჩვენი სამხედროების თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაევლოს. ჩვენ ყოველწლიურად პატივს მივაგებთ გმირ სამხედროებს და ეს ასეც იქნება. მათი ღვაწლი სამშობლოსადმი განუზომელია და ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე ვალდებულია, რომ პატივი მიაგოს მათ, ჩვენი შვილები უნდა აღვზარდოთ მათ გმირობებზე",- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა. 

დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი დეკანოზმა იოანე გელაშვილმა გადაიხადა. 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, ვეტერანთა კავშირის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჯარისკაცებმა და მოქალაქეებმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან 6 ჯარისკაცი დაიღუპა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics