2023-06-14 17:48:08, 1190 ნახვა
რეგიონი
ქედის კულტურის ცენტრში „ლიმპოპომ“ სტუდიის დაარსებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა
ქედის კულტურის ცენტრში ხელოვნების სტუდია "ლიმპოპომ" სტუდიის დაარსებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, "ლიმპოპოს" მონაწილეები მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგნენ, რომლებმაც მაყურებელთა განსაკუთრებული ოვაცია დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სტუდია "ლიმპოპო" 1993 წელს დაარსდა. მას ლეილა ალექსანდროვა ხელმძღვანელობს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),