09:26 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 09:53:02, 1199 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ნიუ იორკის მერს ერიკ ადამსს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ნიუ იორკის მერს არიკ ადამსს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტული პროექტების განხორციელების შესახებ გაცვალეს ინფორმაცია. ასევე, საუბარი შეეხო ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან შეხვედრებს და მიღწეულ შედეგებს. აჭარის მთავრობის მეთაურმა ნიუ იორკის მერს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური, ტურისტული, საინვესტიციო პოტენციალისა და ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. შეხვედრაზე ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ დასახეს გეგმები.

"ჩვენ განვიხილეთ პარტნიორობის გაძლიერება, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები და ინვესტიციები აშშ-დან. საქართველო რჩება სამაგალითო ქვეყნად, როგორც სამშვიდობო პოლიტიკით, ისე იმ ეკონომიკური პროგრესით და ზრდით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქვს ჩვენს ქვეყანას მისი მთავრობის და ბატონი პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით. შესაბამისად მერთან ერთად დავგეგმეთ პროექტები, რომელიც გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას, ასევე, ხელს შეუწყობს პირდაპირ ინვესტიციებს ამერიკიდან", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძემ არაერთი ოფიციალური შეხვედრა გამართა, მთავრობის მეთაური შეხვდა მაიამი ბიჩის და მაიამი დეიდის მერებს, ფლოროდის გუბერნატორს, ასევე გამართა შეხვედრები ბიზნესწრეების ხელმძღვანელ პირებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics