20:44 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 11:36:11, 894 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას გიგანტური გრაფიტი გამოჩნდა

ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური, გიგანტური გრაფიტი გამოჩნდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის კედელზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ბათუმის სტადიონის ფონზეა გამოსახული. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

ქუჩის მხატვრობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფა-ს 21 წლამდე ევროპის  საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით მომზადდა, რაც სპორტული ტურიზმის, ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

"ცნობილი ქართველი ფეხბურთელის მურალი 430 კვადრატული მეტრისაა და მასზე მხატვარი გიორგი გამეზარდაშვილი მეტსახელად „გამეზა“ „სთრით არტ ფესტი“-ს გუნდთან ერთად 10 დღის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა.

აღნიშნულ მურალს დეპარტამენტი ბათუმის, როგორც სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოზიცინიორებისა და სპორტული ტურიზმის  პოპულარიზაციის მიზნით სამიზნე ქვეყნებში აქტიურად გამოიყენებს.

კედლის მხატვრობა ბათუმში შოთა რუსთაველის გამზირზე, ბულვართან ახლოს მდებარეობს, რაც მის ხილვადობასა და პოპულარობას გაზრდის",- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics