00:02 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 12:49:16, 990 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ევროპის სოფლის ტურიზმის ასამბლეა და საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმი ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეასა და სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ღონისძიებაზე, რომელსაც 10-მდე ევროპული ქვეყნის ტურიზმის ექსპერტი ესწრება, სოფლის ტურიზმის მიმართულებით ევროპული ქვეყნებისა და საქართველოს გამოცდილებაზე საუბრობენ.

"სოფლის ტურიზმის მდგრადი განვითარება, შესაძლებლობები და გამოწვევები, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტურისტული პროდუქტი,  წარმატებული ისტორიები სოფლად, სათავგადასავლო ტურიზმი და ციფრული ტექნოლოგიები - ეს იმ ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომელზეც ქართველი და უცხოელი დელეგატები პრეზენტაციებსა და მოხსენებებს წარმოადგენენ. 

ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა ბათუმში წელს პირველად ტარდება, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას კი აჭარა მეოთხედ მასპინძლობს. კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის სფეროს ექსპერტები და წარმომადგენლები ნორვეგიიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ფინეთიდან, ლიეტუვადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან და  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ღებულობენ.

ჯამში, ევროპის გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციას საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება",- ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics