00:02 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 16:44:12, 1210 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა

თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, ინვესტიციების მიმართულებით. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგი მაღალ ნიშნულზეა, რასაც მოწმობს ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები ორ ქვეყანას შორის.

„თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების განხორციელება და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics