18:32 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-30 17:05:17, 1245 ნახვა

რეგიონი
კასპის საქალაქო ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით კვირეული გაიხსნა

30 აპრილი ბიბლიოთეკარის დღეა. ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით, კასპის საქალაქო ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნა გამოფენით „კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების ისტორიის ფურცლები“.

კასპის მერიის ცნობით, გამოფენა მომზადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის განყოფილების უფროსის, ვანო ჯახუასა და კასპის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერით. 

"საქართველოში პირველი წიგნთსაცავები ეკლესია მონასტრებთან არსებობდა. ერთ-ერთი ასეთი წიგნთსაცავი ეკლესია ქვათახევის მონასტრის არქიმანდრიტმა, ტარასი სოლომონის ძე ალექსი-მესხიშვილმა შექმნა. 

ვანო ჯახუამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ეროვნული არქივის საისტორიო არქივში დაცული ის საარქივო დოკუმენტები და საგაზეთო პუბლიკაციები წარმოადგინა, რომლებიც მოგვითხრობს XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისში დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ბიბლიოთეკების დაარსების შესახებ. 

პირველი წიგნთსაცავი 1887 წელს სოფელ ხოვლეში დაარსდა, 1889 წელს სოფელ კავთისხევში საზოგადო წიგნთ-საცავი, ხოლო 1911 წელს კავთისხევის ბიბლიოთეკა სამკითხველო, შემდეგ ახალქალაქში, ქვემო ჭალაში, მეტეხში, ერთაწმინდაში, წინარეხსა და კასპში. 

ღონისძიებაზე ისაუბრეს ბიბლიოთეკების, წიგნის კითხვასა და მასთან დამოკიდებულებაზე, რომ მკითხველი უბრუნდება ბიბლიოთეკას და იზრდება მათი რაოდენობა.

ამაგდარ ბიბლიოთეკარებს საპატიო სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე. კასპის მუნიციპალიტეტის მერია ბიბლიოთეკარებს ულოცავს პროფესიულ დღეს და თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებებს",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics