17:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 14:00:01, 1332 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ გერმანიის ელჩს აჭარის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნო.

„აღინიშნა, რომ მაქსიმუმი კეთდება აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო პლატფორმებზე, მათ შორის გერმანიაში აჭარის პოზიციონირებისთვის. ასევე, აღინიშნა საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსი და მნიშვნელობა ბერლინის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და თორმეტპუნქტიანი გეგმის შესრულების დადებით დინამიკას.

გერმანია საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის, ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. KFW-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე წყლის სისტემის და მიწისქვეშა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, თანამშრომლობა გაღრმავდა ბათუმის საზღვაო აკადემიასა და გერმანიის ფლეცბურგის უნივერსიტეტს შორის და ხორციელდება გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის“,- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics