22:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 13:27:08, 1320 ნახვა

რეგიონი
„ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა“ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

"ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი"- მა სამსახურის დაარსებიდან 3 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამსახურმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა:

  • სახალხო დღესასწაული შემოდგომა ქედაში და ღვინის ფესტივალი;
  • შეიქმნა მოლაშქრეთა კლუბი;
  • მოეწყო ინფო და მედია ტურები.

„ასევე, 2022 წლის ბოლოს სამსახურმა მიიღო ტურიზმის ,,მაგნოლია 2022" ჯილდო ნომინაციაში ,,ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული მარშრუტი - მახუნცეთის ტურისტული მარშრუტი".

პრეზენტაციაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების გეგმები: ტურისტული ბიზნეს ასოციაციების  გაერთიანება, კარვების ქალაქის გახსნა და სხვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, ასევე  ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.

პრეზენტაციის დასასრულს  ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ და ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა რაულ ცინცაძემ მადლობის სიგელით დააჯილდოვეს ანსამბლი ,,ელესა" და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics