|
2023-02-21 18:35:09, 1292 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - სტიქიის ზონაში მცხოვრები 60 ოჯახი უსაფრთხო საცხოვრისის პროგრამაში ჩაერთო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნებში მცხოვრები სამოცი ოჯახი ისარგებლებს. მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახების პროგრამაში ჩართვის საკითხი დღეს სპეციალურ კომისიაზე განიხილეს, რომელსაც მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა. "კომისიის მორიგ სხდომაზე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობები განვიხილეთ, რომელიც სოფელ ვერნებში, სტიქიის ზონაში მცხოვრები ოჯახების პროგრამაში ჩართვას ითვალისწინებდა. საკითხი დადებითად გადაწყდა, დაზარალებულებს უკვე შეუძლიათ მოიძიონ უსაფრთხო საცხოვრისი და გაზრდილი დაფინანსებით შეიძინონ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები. წელს სამინისტრომ თანადაფინანსება 40 000 ლარამდე გაზარდა“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ. მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 4 080 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე თანადაფინანსების წილი 40 000 ლარამდე. 2022 წელს, პროგრამის ფარგლებში შეძენილი იქნა 72 საცხოვრებელი ფართი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 160 000 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)