09:20 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 15:45:53, 1361 ნახვა

რეგიონი
კასპის მერია ძიუდოისტ ირაკლი დემეტრაშვილს ევროპის ღია პირველობაზე გამარჯვებას ულოცავს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში, კასპელმა ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა.

კასპის მერია ძიუდოისტს გამარჯვებას ულოცავს და შემდგომ კარიერულ წარმატებას უსურვებს.

"ირაკლი დემეტრაშვილი სოფელ თელიანის მკვიდრია, მან ვარჯიში სოფელ მეტეხში ნუგზარ მამულაშვილთან დაიწყო, რომელსაც მის წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ვულოცავთ 20 წლის ირაკლის და ნუგზარ მამულაშვილს დაუღალავი შრომის ფასად მოპოვებულ ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებულ სპორტულ კარიერას ვუსურვებთ", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული ევროპის ღია პირველობა 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics