|
2023-01-26 16:41:18, 1360 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო
აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი უკვე წარადგინა მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე Fitur 2023 მადრიდში და ჩრდილოეთ ევროპის უმნიშველოვანეს გამოფენაზე Matka 2023 ჰელსინკში. „დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 25-მდე საქმიანი შეხვედრა გამართეს მადრიდის გამოფენის ფარგლებში, სადაც საერთაშორისო მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანია იყო წარდგენილი და 100 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა. რაც შეეხება, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას, "Matka 2023”-ზე ბათუმის და ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. წლის განმავლობაში, რეგიონის პოპულარიზაცია 20-ზე მეტ საერაშორისო გამოფენასა თუ ღონისზიებაზე იგეგმება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)