|
2023-01-24 18:32:04, 1501 ნახვა
რეგიონი
აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშნებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშნებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის N30 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა გონიოს დასახლებაში მდებარეობს. განახლებული სკოლა მოსწავლეების მიღებას ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს. განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის შიდა და გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად კეთილმოეწყობა სკოლის ტერიტორია, სკვერი და ღია სპორტული მოედანი. პირველ ეტაპზე, განხორციელდა სახურავის რეაბილიტაცია, მოეწყო პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. 2023 წელს, აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან, განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით 25 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, აშენდება ახალი სკოლები და რეაბილიტირდება 92-ზე მეტი სკოლა. სკოლის რეაბილიტაციის პროცესს მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძე და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე გაეცნენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)