19:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 15:05:23, 1407 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა საოჯახო მეურნეობის და სოფლად მეწარმეობის განვითარების პროგრამების დაფინანსებას იწყებს

აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილეს აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება, რომელიც თებერვლიდან დაიწყება.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სოფლის მხარდაჭერა კვლავაც რჩება პრიორიტეტად.

"სოფლის მეურნეობის 2 მნიშვნელოვანი პროგრამის ბიუჯეტი 3 მლნ ლარამდე გაიზრდება. ეს საგულისხმოა როგორც მდგრადი სასოფლო  მეწარმეობის ხელშეწყობის, ასევე  სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით ადგილობრივ დონეზე. ასევე, აღვნიშნავ, რომ მხოლოდ გასულ წელს მოხდა 800-ზე მეტი მცირე საოჯახო მეურნეობის დაფინანსება და ამ მიმართულებით, მიმდინარე წელსაც მნიშვნელოვანი სახსრებია გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ,  არაერთი ფერმერი ისარგებლებს აღნიშნული პროექტებით"- განაცხადა თორნიკე რიჯვაძემ.

აჭარაში ხორციელდება 2 მნიშვნელოვანი პროგრამა: სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა და სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა. 2022 წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა 13 წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით. 2022 წელს ასევე განხორციელდა გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 800-მდე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტები.

აღნიშნული პროექტები 2023 წელსაც განხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. პროექტებზე განაცხადების მიღება თებერვლის თვიდან დაიწყება.

აჭარაში ციტრუსის სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად, სახელმწიფოს მხრიდან დაახლოებით 800 000 ლარის ოდენობის სუბსიდირება უკვე გაცემულია. ციტრუსის სეზონი რეგიონში 1-ელ თებერვლამდე გრძელდება. შესაბამისად, გაიზრდება სუბსიდირების მოცულობაც.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics