11:33 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 11:19:22, 504 ნახვა

სამართალი
არსებული ინფორმაციით, კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, კიდევ 3 პირი დააკავეს

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დააკავეს. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები და სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წევრები ადასტურებენ. ირაკლი ფირცხალავა ამ დროისათვის პროკურატურაში იმყოფება. სავრაუდოდ, საგამოძიებო უწყებაშია შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი.
პროკურატურაში ცოტა ხნის წინ ადვოკატი დარეჯან გელაშვილიც მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ  ირაკლი ფირცხალავას, ლევან ბეროძისა და კახა ნაკანის გარდა, დაკავებულია კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი- ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე.
"დამიკავშირდნენ ყოფილი სპეცრაზმელები ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე და მითხრეს,  რომ ისინი გადმოყავთ გენპროკურატურაში, მათზე არის დაკავების განჩინება. მე ვიცავ მათ ინტერესებს და შევდივარ პროკურატურაში",-განაცხადა დარეჯან  გელაშვილმა.
არსებული ინფორმაციით,  მათი დაკავება ე.წ. კორტების სპეცოპერაციის  დროს ზურაბ  ვაზაგაშვილის მკვლელობას  ეხება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics