11:36 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 09:43:07, 566 ნახვა

სამართალი
ინტერპოლის თანამშრომლებმა სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე დააკავეს

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ბრიუსელის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად, 1968 წელს დაბადებული ვიქტორ ჭელიძე დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება 2000-2005 წლებში მუშაობდა ქალაქ ფოთში დისლოცირებული სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილედ ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის დარგში. აღნიშნულ პერიოდში მან არაერთხელ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სახელმწიფო ქონებას უკანონოდ ასხვისებდა.

უწყების ცნობით, ვიქტორ ჭელიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი: მითვისება ან გაფლანგვაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივ სიყალბეში, სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურებასა და სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევაში.
შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიქტორ ჭელიძის საქართველოში ექსტრადიცია 31 იანვარს განხორციელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics