03:09 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 11:49:44, 8238 ნახვა

სპეციალური ანონსი
სანთლის ცვილი, საპონი და პოლიეთილენის ფერადი პარკი - გაეცანით უვადო პატიმრის, იბრაჰიმ არუთინიანის შემოქმედებას

გთხოვთ ყველას, მობრძანდეთ ჩვეთან და ნახოთ, რა შეუძლია უვადო პატიმარს ციხეში, რომელმაც 15 წელი გაატარა მარტომ საკანში და აჩვენეთ სხვებსაც, ოცდეს ხალხმა, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ და ვმუშაობთ, ნუთუ აუცილებელია ვინმე მოკვდეს, მოკლან, თავი მოიკლას... რომ მასმედიის ყურადღება მიიქციოს, - ასე იწყება უვადო პატიმრის წერილი, რომელიც N6 დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულმა იბრაჰიმ არუთინიანმა მასმედიის წარმომადგენლებს გამოგვიგზავნა.

„ექსპრესნიუსი“ დაუკავშირდა პატიმრის დედას, რომელმაც მისი შვილის შემოქმედება გაგვაცნო.

როგორც ცნობილია, იბრაჰიმ არუთიანიანი უკვე 15 წელიწადია, რაც მარტო, საკანში იმყოფება და დარჩენილი ცხოვრების გატარებაც მას, სწორედ მანდ მოუწევს.

როგორც მის წერილშია აღნიშნული, მისი მიზანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, უვადო პატიმრები ადამიანები არიან, ცოცხლები, რომლებიც მუშაობენ, სწავლობენ, უყვართ თავისი ოჯახის წევრები და რაც მთავარია, არ ეზარებათ შრომა.

იბრაჰიმ არუთინიანის, რომელიც ოთხ კედელში გამოკეტილი აგრძელებს ცხოვრებას, მიზანია, რომ საზოგადოებამ გაიცნოს მისი შემოქმედება, რომელსაც ის საპნისკან, სანთლის ცვილისგან და პოლიეთილენის ფერადი პარკებისგან ამზადებს.

ათასგვარი ჯარისკაცის ფიგურა, პორტრეტები... ეს ყველაფერი მის სახლში ინახება, რომელსაც დედა უვლის, უვლის და ცდილობს, რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა იცოდეს მისი შვილის შესახებ.

ჩვენც გვხვდა წილად, რომ იბრამიჰ არუთინიანის შემოქმედებას გავცნობოდით და გვინდა, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა შეუძლიათ უვადო პატიმრებს ციხეში.

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics