2020-08-18 01:27:53, 10492 ნახვა
სხვადასხვა
მთავარსარდლის გიორგი კვინიტაძის შვილი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
გენერალ გიორგი კვინიტაძის ქალიშვილი ნანო დაბო კვინიტაძე, 100 წლის ასაკში, საფრანგეთში გარდაიცვალა.
ნანო გიორგი კვინიტაძის უმცროსი ქალიშვილი იყო რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა.
გიორგი კვინიტაძე იყო ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პირველი და ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში.
ნინოს ქალიშვილია ფრანგული კინოს ვარსკვლავი მარიამ დ'აბო, რომელის პირველი შესამჩნევი როლი იყო ბონდის გოგონა კარა მილოვის როლი ჯეიმზ ბონდის ერთ-ერთ ფილმში „ნაპერწკლები თვალებიდან“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,