11:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 19:02:37, 1163 ნახვა

რეგიონი
ჯალაბაშვილებში მცხოვრებ 12 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცემა

ჯალაბაშვილებში მცხოვრებ 12 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცემა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის 2015 წლის 28 ივლისის სხდომის გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილი პოლიკლინიკის რეაბილიტირებულ შენობაში საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის რეკომენდაცია ეძლევა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ სტიქიის შედეგად დაზარალებულ შემდეგ ოჯახებს:

1) რომან ბერიძე; 2) ვაჟა ბერიძე; 3) ბილალ ბერიძე; 4) ირაკლი ჩხუბაძე; 5) ნათელა შანიძე; 6) მინდია ცინცაძე; 7) დავით მანველიძე; 8) მერაბ მანველიძე; 9) დავით ბერიძე; 10) ხაჯერ ბერიძე; 11) მინერ არობელიძე; 12) ციური მიქელაძე.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილი პოლიკლინიკის რეაბილიტირებულ შენობაში ბინები აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში გადეცემათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics