13:46 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 17:40:09, 489 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური: ალექსანდრე ჭიკაიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის შესახებ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

როგორც გომელაურმა განმარტა, ჭიკაიძე გადადგა იმისათვის, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით ეჭვები არ გაჩნდეს.

„ეს ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილება იყო და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ მის მიმართ გაისმა ბრალდებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თითქოს ის მკვლელობებს მფარველობდა. მისი გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, ეჭვი არავის შეეპაროს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ატარებს.

სამების ტაძარში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics