14:53 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 14:36:28, 1118 ნახვა

კომენტარი
ხატიაშვილი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე ადამიანების ორგანიზებული იქნება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯომარე ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იმ ადამიანების მიერ იქნება ორგანიზებული, რომლებიც ხელისუფლებაში არიან მოკალათებულები და რომლებსაც მისი შვილის მკვლელობაში მიუძღვით წვლილი.

რაც შეეხება შემსრულებლებს, ხატიაშვილის თქმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

 "ვფიქრობ, რომ იმ ბინძური ადამიანების ორგანიზებული იქნება, ვინც ხელები აფათურეს მისი შვილის მკვლელობაში და მან ახალი მტკიცებულებები მოიძია. მათ მიერ იქნება ორგანიზებული, რომლებიც  მოკალათებული არიან  ხელისუფლებაში და   მიუძღვით წვლილი მისი შვილის მკვლელობაში. ვინ შეასრულა, ამას უკვე გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს.ყარაფილას სასაფლაოზე, სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადგილზე ამ დროისთვისაც მობილიზებული არიან ექსპერტ კრიმინალისტები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics