12:15 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 11:03:29, 2766 ნახვა

სპორტი
ბაქრაძე: მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში ცალკე მუხლად იქნება ასახული მხარდაჭერა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის და სანქციების მიმართ

ევროპული საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ცალკე მუხლად იქნება ასახული მხარდაჭერა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის და სანქციების მიმართ - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძე სტრასბურგში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც თავის დროზე სწორედ ევროპულმა საქართველომ დააყენა დღის წესრიგში.

,,ეს იყო დაპირება ქართული საზოგადოების, არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას ოჯახების მიმართ, რომ საერთაშორისო მასშტაბით გავაკეთებდით ყველაფერს, რომ მკვლელები დასჯილიყვნენ და სამართლიანობა აღმდგარიყო. დღეს ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით გადაიდგა ძალიან დიდი ნაბიჯი ამ მიმართულოებით. მთლიანობაში, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან კარგი რეზოლუცია, სადაც არის ბევრი მნიშვნელვანი და დადებითი პუნქტი, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით გამოვყოფდი ოთხოზორია-ტატუნაშვილის საკითხს, ვინაიდან ეს არის სიმართლის აღდგენისა და ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი,’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics