2015-04-28 10:03:58, 949 ნახვა
მსოფლიო
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4 310-ს აღწევს
ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად მთლიანობაში 8 მილიონი ადამიანი დაზარალდა, მათგან 1,4 მილიონს კი სასწრაფო დახმარება სჭირდება.
ნეპალში უკვე დაიწყეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, თუმცა ქვეყანაში მედიკამენტების და საკვები პროდუქტების დეფიციტია.
ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4310 შეადგინა, დაახლოებით 8 ათასმა კი სხვადასხვა დაზიანებები მიიღო.
ნეპალსა და მეზობელ ქვეყნებში განმეორები ბიძგები გრძელდება, მოსახლეობა უკვე მესამე დღეა ქუჩაში გაშლილ კარვებში ათენებს ღამეს. ქვეყანაში სასმელი წყლის დეფიციტიცაა, არსებობს ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაც.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან