2015-04-09 10:42:11, 578 ნახვა
სამართალი
გიორგი ნაკაშიძე დააკავეს
მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სამართალდამცავებთან მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცავებმა ნაკაშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ნაკაშიძეს ბრალი ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 170-ე მუხლით, რაც სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ასევე 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
გიორგი ნაკაშიძის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან