17:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 16:46:31, 763 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო სამხედროების მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადაში სამხედროების მასობრივ ინტოქსიკაციის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 2 აპრილს სამმა სამხედრო მოსამსახურემ ლაზარეთს მიმართა, სადაც დადგინდა, რომ მათ ქრონიკული დაავადებების ფონზე მცირედი პრობლემა შეექმნათ.

„2 აპრილს, საველე სწავლების შემდეგ, სამმა სამხედრო მოსამსახურემ, მიმართა ლაზარეთს, სადაც დადგინდა, რომ მათ მცირედი პრობლემა ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული გასტრიტი და დიზბაქტერიოზი) ფონზე შეექმნათ. სამხედრო მოსამსახურეებს აღმოუჩინეს ერთჯერადი სამედიცინო დახმარება. ისინი იმ საღამოსვე დაუბრუნდნენ ქვედანაყოფს და გააგრძელეს დაკისრებული მოვალეობის შესრულება.

თავდაცვის სამინისტრომ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა წერილით, რათა ლაბორატორიულად შემოწმდეს საკვები და სასმელი წყალი. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტრო მსგავს ლაბორატორიულ შემოწმებებს პერიოდულად ახორციელებს შერჩევითი მეთოდით“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics