2015-03-30 14:21:53, 469 ნახვა
სამართალი
ხარძიანების ოჯახის ადვოკატი ფოტო რობოტის გასაჯაროვებას ითხოვს
მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატი მალხაზ სალაყაია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილ ფოტო რობოტის გასაჯაროვებას ითხოვს.
მისივე თქმით, მთავარმა პროკურატურამ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროვოს ფოტორობოტი.
„თუკი ის საზოგადოებისთვის გასაჯაროვდება და ვფიქრობ უნდა გასაჯაროვდეს, ვინაიდან ეს საფრთხე, რომელიც ბესო ხარძიანთან მიმართებაში მძიმე შედეგით დასრულდა, არ შეეხოს სხვასაც“,-განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
ცნობისთვის, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს, მას უცნობმა პირმა ცეცხლსასროლილი იარაღიდან ესროლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან