03:51 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 16:58:52, 1332 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე უშიშროების საბჭოს ახალ მდივანზე: ამ პირზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტი იღებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მონანა კობახიძე უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს პოსტზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დავით რაქვიაშვილს არ იცნობს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ის ქვეყნის უშიშროების საკითხებში ერკვევა.

„პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ალბათ მისი ბიოგრაფიის, მისი გამოცდილების, მისი წარსულის შედეგია. მე ვერ გეტყვით, მას არ ვიცნობ, თუმცა ალბათ შესაბამისად თავისი ცოდნით, თუ გამოცდილებით ერკვევა ქვეყნის უშიშროების ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში. რაც ქვეყნის უშიშროებას, მის თავდაცვისუნარიანობას ეხება და რაც ამ ორგანოს საქმიანობას და კომპეტენციებს ეხება. ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილება, ეს მისი გადასაწყვეტია და რა თქმა უნდა ამ პირზეც პასუხისმგებლობას პრეზიდენტი იღებს“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics