18:09 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-11 12:00:30, 958 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში, უცნობმა პირებმა ჟურნალ „Hamburger Morgenpost“-ის რედაქციის დაწვა სცადეს

ჩრდილოეთ გერმანიაში მდებარე  ქალაქ ჰამბურგში, უცნობი პირები  ჟურნალ „Hamburger Morgenpost“-ის რედაქციას გვიან ღამით თავს დაესხნენ. 

ჰამბურგის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასაფეთქებლები და ცეცხლმოკიდებული ნივთები რედაქციაში შეყარეს. 

მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს, თუმცა ინციდენტის შედეგად რედაქციის ორი ოთახი დაიწვა. 
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალი „Hamburger Morgenpost“-მ  მუჰამედის იგივე კარიკატურები დაბეჭდა, რომელიც  „Charlie Hebdo“-ს ქონდა გამოცემული.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს,  ჟურნალ  „Charlie Hebdo“-ს რედაქციას  შეიარაღეული პირები თავს დაესხნენ და 12 ადამიანი მოკლეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი ჟურნალის მიერ „მუჰამედის“ კარიკატური გამოქვეყნება და მათი რელიგიის  შეურაცხყოფა იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics