21:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 18:18:57, 671 ნახვა

რეგიონი
10 ოქტომბერს კახეთის რამდენიმე რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

10 ოქტომბრის დღის 18:00 საათიდან  სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ  კახეთის რეგიონში ახმეტის,თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონების თავზე სამხრეთ-დასავლეთიდან შემომავალი სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი დაფიქსირდა.
 
20:15 საათისთვის ღრუბლებმა III-IV კატეგორიის დონეს მიაღწია. სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20-30 მმ. 

20:30 საათიდან 21:13 საათამდე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით ღრუბლების სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა. 

გასროლილ იქნა 30 ერთეულამდე რაკეტა, რის შედეგადაც სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები შესუსტდა და ნალექი წვიმის და უწვრილესი სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics