19:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 10:42:25, 751 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის ე.წ.ხელისუფლების ცნობით, გალის რაიონში იარაღის სამალავები იპოვეს

სოხუმის დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, ე.წ. ძალოვნებმა გალის რაიონში იარაღის სამალავები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, რეიდები გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში ჩატარდა, რა დროსაც „უცნობი პირების მიერ მოწყობილი ორი სამალავი“ იპოვეს.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის "სახელმწიფო უშიშროების სამსახურში" განაცხადეს, სამალავებში ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე ერთეული და საბრძოლო მასალაა ნაპოვნი. 

მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში რეიდები ამ დრომდეც მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics