2016-07-14 12:05:42, 1005 ნახვა
კომენტარი
დავით ნარმანია არ საუბრობს, დატოვებენ თუ არა მისი მოადგილეები თანამდებობებს
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მისი მოადგილეების მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ აქვს.
როგორც ნარმანიამ ღნიშნა, ზემოთხსენებულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს:
"მედიას შედეგებს გაცნობებთ აუცილებლად, თუმცა მოგვიანებით, როგორც კი კონსულტაციების პროცესი დასრულდება. სხვა ინფორმაცია არ მაქვს",-განაცხადა დავით ნარმანიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, მერის მოადგილეები ირაკლი ლექვინაძე, ლაშა აბაშიძე და გიორგი ლილუაშვილი, თანამდებობეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან