21:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 20:54:40, 713 ნახვა

სხვადასხვა
შს მინისტრის მოადგილემ ნარკოპოლიტიკის თემაზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, ნარკოპოლიტიკის თემაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შსს-სა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობის შედეგები, მიდგომები და გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე ზიანის შემცირების სერვისების, პრევენციის, ნარკოტრანზიტთან ბრძოლის და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში განხორციელებული რეფორმების შესახებ დისკუსია გაიმართა.

„ჩვენი სამინისტრო მხარს უჭერს ოთხსვეტიან ნარკოპოლიტიკას, როდესაც პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია და ზიანის შემცირების სერვისების განვითარება პოლიციას შესაძლებლობას უქმნის, ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ მეტი რესურსი მიმართოს. ბოლო წლებში, ჩვენ უპრეცენდენტოდ მასშტაბური და წარმატებული ოპერაციები ჩავატარეთ ნარკოტრანზიტის და ნარკოტიკების გავრცელების აღსაკვეთად. მინისტრის დავალებით, ასევე, ვმუშაობთ პროექტზე „უსაფრთხო ქალაქი“, რომელიც სამომავლოდ ბავშვებსა და ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების პრევენციას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალკავაძემ.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics