19:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 12:55:11, 345 ნახვა

საზოგადოება
„ქალთა პარტიის“ წარმომადგენლებმა თბილისის პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს

„ქალთა პარტიის“ წარმომადგენლებმა თბილისის პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ქალთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ „ქალთა პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა მაჭავარიანმა განუცხადა, მთავრობამ ემიგრანტებს ყველა პირობა უნდა შეუქმნას, რათა ისინი საქართველოში დაბრუნდნენ.

 „პირველ რიგში ყველა დედას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენი მოთხოვნები კომპლექსურია და განსაკუთრებით გამოვყოფთ რამდენიმეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი ხმა გვინდა მივაწვდინოთ მთავრობას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ქვეყნიდან გადახვეჭილი ქალების ბედი, რომელიც ჩვენ ძალიან გვაღელვებს და ეს არის ნომერ პირველი მოსაგვარებელი პრობლემა ხელისუფლებისათვის, თითოეულ ემიგრანტს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის ფაქტები, სადაც შრომითი ხელშეკრულებებისას ირღვევა ადამიანის ურთიერთობები და აღარ იძლევა საშუალებას, რომ სასამართლოში შემდეგ, ეს საკითხები განხილულ იქნას, ანუ ფარული ხარვეზებია კანონმდებლობაში“,- განაცხადა ხათუნა მაჭავარიანმა.
აქციის მონაწილეებს ტრანსფარანტებიც ჰქონდათ გამოტანილი წარწერით - „შეწყდეს ქალთა დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში“, „მთავრობავ, შეუქმენი პირობები ემიგრანტებს ქვეყანაში დაბრუნდნენ“, „არა ქალთა დისკრიმინაციას“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics