21:34 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 21:29:26, 579 ნახვა

საზოგადოება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროსადგური „ღრმაღელე“ ერთი დღით დაიკეტა

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროსადგური „ღრმაღელე“  ერთი დღით დაიკეტა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მეტროსადგურთან სანიაღვრე კოლექტორი დაზიანდა, რამაც მეტროსადგურის გვირაბში წყლის ჩადინება გამოიწვია და საჭირო გახდა სარეაბულიტაციო სამუშაოების ჩატარება. 

აღნიშნულიდან გამომდინარე,   დღეს საღამოს 20:30  საათიდან, მეტროსადგური „ღრმაღელე“ ერთი დღით დაიკეტა. 

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით,  მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მუშაობის განახლებამდე,   მეტროსადგურების მონაკვეთებზე „ღრმაღელე-დიდუბე“ და „ღრმაღელე-გურამიშვილი“ და პირიქით,   მგზავრებს უფასო ავტობუსი მოემსახურება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“  შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მეტროსადგურის აღნიშნული მონაკვეთებით მოსარგებლე მგზავრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics