15:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-29 13:44:07, 1190 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი - მიჩვეული ვართ სახელისუფლო არჩევნებს, სადაც ვნებათაღელვაა, ეს პროცესები, არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო სულიერ ველზე

"ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათაღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით. ეს პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო ველზე." -  განუცხადა ჟურნალისტებს სიონში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებულ კითხვებზე.

„ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათაღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით. ეს პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო ველზე. ფიქრობთ, სინოდი რომ დაიწყება, იხელმძღვანელებს დებულებით, რაც ეკლესიაში არსებობს, მაგრამ არავინ არ ფიქრობს, რომ სინოდი იწყება ლოცვით. ამ ლოცვაში სინოდის წევრები შესთხოვენ ღმერთს, სულიწმიდას, რათა მადლმოსილად, ღმერთის ჩარევით წარიმართოს ეს საქმე... ამდენ ინფორმაციას მე არ ვფლობ. არ იგრძნობა არაფერი გარე ჩარევა, ჩვენი ადამიანური შფოთვის გარდა, არაფერი არ იგრძნობა ეკლესიაში, რომ ვინმე რამეს ცდილობს“ | 

სიონის საპატრიარქო ტაძარში მიტროპოლიტი შიო წირვას აღავლენს. წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics