13:34 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-18 21:59:38, 2137 ნახვა

პოლიტიკა
ისრაელმა ირანის სამხრეთ-დასავლეთით ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ობიექტზე იერიში მიიტანა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის სამხრეთ-დასავლეთით ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ობიექტზე იერიში მიიტანეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელმა ირანის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას დაარტყა, რაც ირანის ეკონომიკის საკვანძო სექტორს წარმოადგენს.

ისრაელელი მაღალჩინოსნების განცხადებით, იერიში ტრამპის ადმინისტრაციასთან იყო კოორდინირებული და მათ მიერვე იყო დამტკიცებული.

 ნახევრად ოფიციალური სააგენტო Tasnim-ი იტყობინება, რომ სამიზნე ქალაქ ბუშირთან მდებარე „სამხრეთ ფარსის“ (South Pars) გაზის საბადოს რამდენიმე ობიექტი გახდა. ანგარიშის თანახმად, ადგილზე მუშაობენ საგანგებო ჯგუფები, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

მანამდე ტრამპის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგებოდა ისრაელის იერიშებს თეირანში მდებარე ნავთობის საცავებზე და სთხოვდა ისრაელს, აშშ-ის თანხმობის გარეშე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას არ შეხებოდა.

„ყველა იმ აბსოლუტური „სულელისთვის“ შეგახსენებთ: ყველას მიერ აღიარებულია, რომ ირანი ტერორიზმის ნომერ პირველი სახელმწიფო სპონსორია. ჩვენ მათ ბიზნესს სწრაფად ვასრულებთ!“ - დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ზე ისრაელის იერიშიდან მალევე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics